ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ამერიკის არჩევნებში ჩარევას კიდევ ერთხელ უარყოფს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს კიდევ ერთხელ უარყო ბრალდებები გასულ წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ამ ინფორმაციას პრეზიდენტ ტრამპის მოწინააღმდეგეები ავრცელებნ მისი სტატუსის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დასაყენებლად.

ვლადიმირ პუტინი დღეს მოსკოვში ყოველწლიური ფართომასშტაბიან პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვებს პასუხობს. მან დღეს ასევე გამოთქვა იმედი, რომ ამეირკისა და რუსეთის ურთიერთობები, საბოლოო ჯამში, „დასტაბილურდება.“

ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ კამპანია, რომლის მიზანიც ქვეყნის არჩევნებში დონალდ ტრამპისთვის გამარჯვებაში დახმარება იყო, პირადად ვლადიმირ პუტინის ბრძანებით ხორციელდებოდა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მისი კამპანიის წევრებს რუსეთთან კავშირი არ ჰქონიათ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG