ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ქიმიური იარაღის სრული მარაგის განაგურების პირობას დებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი ქიმიურ იარაღს სრულად, ვადამდე სამი წლით ადრე, გაანადგურებს. მან გამოსცა განკარგულება უკანასკნელი ქიმიური საბრძოლო მასალის დღეს განადგურების შესახებ და დასძინა, რომ თანამედროვე სამყაროს უსაფრთხოებისთვის ეს "უდიდესი" ნაბიჯია.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები „არ ასრულებს ვალდებულებებს, როცა საქმე ეხება ქიმიური იარაღის გასანადგურებლად დადგენილ ვადებს“. ვაშინგტონში ჯერჯერობით ჯერ არ გამოხმაურებიან ამ ბრალდებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG