ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პუსი რაიოტის“ წევრები დააპატიმრეს


ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჯგუფის წევრები პუტინის მთავრობის კრიტიკას აგრძელებდნენ

სოჭში ოლიმპიური თამაშების მოედნების მახლობლად პოლიტიკურ ჯგუფ „პუსი რაიოტის“ ორი წევრი დააკავეს.

ეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დამცველებმა ტვიტერის სოციალურ ქსელზე ჯგუფის წევრის ნადეჟდა ტოლოკონიკოვას განცხადების საფუძველზე გაავრცელეს. ტოლონიკოვას თქმით, მას და ჯგუფის მეორე წევრს მარია ალიოხინას არანაირ საპროტესტო აქციაში არ მიუღიათ მონაწილეობა , თუმცა პოლიციამ ისინი ქუჩაში ყოველგვარი ბრალდების გარეშე აიყვანა.

ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრები ციხიდან ახლახანს გაათავისუფლეს, სადაც მოსკოვის ერთერთ ეკლესიაში ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის გამო 2 წლიან სასჯელს იხდიდნენ. ჯგუფის წევრები დეკემბერში ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ისინი ევროპასა და შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუსიკალური ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრები პუტინის მთავრობის კრიტიკას კვლავ აგრძელებენ.
XS
SM
MD
LG