ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაფრთხილების მიუხედავად, პუერტო-რიკოს სანაპიროები და ბიზნესები მაინც გაიხსნება


პუერტო-რიკოს ბიზნეს დაწესებულებები, სანაპიროები და ღვთისმსახურების ადგილები სამშაბათს გაიხსნება. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ექსპერტები არ იწონებენ ამ გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ ამერიკის ტერიტორიაზე მყოფი ხელისუფლება არ არის მზად 2-თვიანი კარანტინის მოსახსნელად.

გუბერნატორმა ვანდა ვასკესმა თქვა, რომ ბიზნესები გაიხსნება, თუმცა მკაცრი წესების დაცვით. აკრძალვა შეეხება მათ შორის იმასაც, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება რესტორანში ერთდროულად იჯდეს.

კომენდანტის საათი საღამოს 7-დან დილის 5 საათამდე ძალაში დარჩება და აკრძალვა 15 ივნისამდე იმოქმედებს. ასევე, ძალაში რჩება მოთხოვნა დამცავი პირბადებიის ტარებისა.

ვასკესის თქმით, ტერიტორიის ასეთი აკრძალვებით გახსნა დაიცავს ხალხს და ეკონომიკურად წაახალისებს კუნძულს, რომელიც, ჯერ კიდევ, ცდილობს ქარიშხლისა და მიწისძვრებისგან მიყენებული ზარალი აინაზღარუროს.

მიუხედავად იმისა, რომ პუერტო-რიკოში, კორონავირუსის ათობით ახალი შემთხვევა ჩნდება ყოველდღიურად, ვასკესი მაინც ამბობს: "ახლა კარგი დროა და ჩვენ გავასწორეთ მრუდი".

პუერტო-რიკოს ჯანდაცვის დეპარტამენტი კორონავირუსით დაავადების 2,900-ზე მეტ, ხოლო გარდაცვალების 126 შემთხვევას ადასტურებს.

ვასკესის თქმით, სავარჯიშო დარბაზები და კინოთეატრები კვლავ დაკეტილი იქნება, ხოლო სავაჭრო მოლები 8 ივნისიდან გაიხსნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG