ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამაყი ბიჭები" 6 იანვრის ქმედებებზე უნდა გასამართლდნენ - მოსამართლე


გაერთიანება "ამაყი ბიჭების" წევრთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა გრძელდება. სამშაბათს, ამერიკის საუბნო სასამართლოს მოსამართლე ტიმოთი კელიმ 4 მოქალაქის უფლებადამცველების მოთხოვნა, რომ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალი მოხსნილიყო, არ დააკმაყოფილა.

ულტრა-მემარკვენე ჯგუფის 4 წევრის წინააღმდეგ აღძრული საქმე 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობას უკავშირდება. მათ ბრალი ფედერალური კანონმდებლობის დარღვევაში ედებათ, რაც სხვა ბრალთან ერთად, მოიცავს კრიმინალურ დანაშაულსოფიციალური სამთავრობო პროცედურებისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც.

ამ თავდასხმაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ 700-მდე საქმიდან მსგავსი ბრალი 230 ადამიანს აქვს წაყენებული. დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმისას, 6 იანვარს 4 ადამიანი დაიღუპა. კაპიტოლიუმის ერთი პოლიციელი კი მიყენებული ჭრილობების შედეგად მეორე დღეს გარდაიცვალა.

კაპიტოლიუმის რამდენიმე საათის განმავლობაში დაცვისას ასობით პოლიციელი დაშავდა. ამ დღის შემდეგ 4-მა პოლიციელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"ამაყი ბიჭების" დამცველები ამბობენ, რომ კანონის თვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება არაკონსტიტუციურია, რადგან მისი განმარტება ბუნდოვანია, და ის შესაძლოა სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად იყოს გამოყენებული. ვაშინგტონის მოსამართლე კელიმ ეს არგუმენტი არ გაიზიარა და თქვა, რომ რაც უნდა ყოფილიყო მათი დაცვის ქვეშ მყოფთა პოლიტიკური მოტივაცია და ის, თუ რის გამოხატვას ცდილობდნენ ისინი, მათი სავარაუდო დანაშაული არ არის დაცული კონსტიტუციის პირველი ჩასწორებით, რომელიც ამერიკაში გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს.

კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლის ან სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ბრალი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების 40-მდე წევრს აქვს წაყენებული. მათ შორის არიან "ამაყი ბიჭების", "ფიცის მცველების" და "3 პროცენტელების" წარმომადგენლები.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG