ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ათასობით მოქალაქე ტრამპის პრეზიდენტობას აპროტესტებს


პროტესტი ამერიკაში
პროტესტი ამერიკაში

ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში ტრამპის პრეზიდენტობას აპროტესტებენ. დემონსტრანტების თქმით, ტრამპი რასისტი და ქსენოფობია. დემონსტრაციები ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნიო-იორკში, ბოსტონში, ვაშინგტონში, მაიამისა და ფილადელფიაში გაიმართა. ხოლო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქუჩაში ლოს-ანგელესში, სან ფრანცისკოში, პორტლენდსა და სიეტლში გამოვიდნენ. ტრამპის არჩევით ასევე ჩიგაკოს და მინეაპოლისის მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა.

პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს და ქუჩები გადაკეტეს. ვაშინგტონში პროტესტი ტრამპის სასტუმროსთან გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მომავალი პრეზიდენტისგან ითხოვდნენ ღიად თქვას, რომ ის მხარს უჭერს ლტოლვილთა მიღებას.

XS
SM
MD
LG