ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ


პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მოქალაქეები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იმ გეგმას ეწინააღმდეგებოდნენ და აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც, მომავალი თვიდან ბარ-რესტორნებსა თუ კინოთეატრებში შესასვლელად მათ ვაქცინის სერტიფიკატის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდებათ. პოლიციამ ზოგიერთ შემთხვევაში ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. აქციები გაიმართა პარიზის გარდა, სხვა რამდენიმე ქალაქშიც.

მაკრონმა ამ კვირას კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის სწრაფი ზრდის შესაჩერებლად მასშტაბური ზომების შესახებ განაცხადა. მათ შორის ჯანდაცვის სპეციალისტების სავალდებულო ვაქცინირების თაობაზე, მოქალაქეებისთვის კი ამა თუ იმ სივრცეში შესვლისა და სარგებლობის გამკაცრებული წესების შესახებ. საფრანგეთი ამ მხრივ სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, ვირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების შესაზღუდად უფრო მკაცრ ზომებს იღებს.

მაკრონის გეგმის კრიტიკოსები პრეზიდენტს ადამიანის უფლებების შეზრუდვაში სდებენ ბრალს და ამბობენ, რომ ეს არადემოკრატიული და დისკრიმინაციული მიდგომაა იმ ადამიანთა მიმართ, ვისაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურს.

მაკრონი კი აცხადებს, რომ აცრები საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ საფრანგეთი ნორმალურ ყოფას დაუბრუნდეს და ის მოუწოდებს ყველას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG