ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეცნიერთა ჯგუფი რუსეთზე სანქციების გამკაცრებას ითხოვს


მეცნიერების ჯგუფი, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის უფრო მკაცრ სანქციებს ითხოვს, მათ შორის, ნავთობის ფასის განახევრებას, სრული ემბარგოს დაწესებას რუსულ ფოლადზე, რკინასა და ბრილიანტებზე.

რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, დაახლოებით 40 მეცნიერს მოიცავს. მათ შორისაა სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი. ის ამბობს, რომ გამკაცრებული სანქციები, შეამცირებს რუსეთის უნარს, უკრაინაში საბრძოლველად.

„ერთადერთი გზა იმისთვის, რომ შეწყდეს მიმდინარე მკვლელობები, ტანჯვა და ეკონომიკური განადგურებ, არის რუსი სამხედროების დამარცხება და რუსი ჯარისკაცების იძულება, გავიდნენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან“ - ნათქვამია ჯგუფის მიერ 24 აპრილს წარმოდგენილ 33 გვერდიან ნოტაში.

ჯგუფი აცხადებს, რომ ის უკრაინის მთავრობას კონსულტაციას უწევს და მასთან კოორდინაციაშია, მაგრამ მიმართულებებს კიევისგან არ იღებს. დიდი ხანია, უკრაინა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაძლიერებას მოითხოვს.

ანგარიშში, სახელწოდებით „სამოქმედო გეგმა 2.0 - რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება“, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მთავარი სამიზნე რუსეთის ენერგეტიკული სექტორი უნდა იყოს.

ჯგუფის თქმით, დასავლეთმა უნდა დააწესოს ემბარგო ყველა რუსულ რკინასა და ფოლადზე, ასევე მის ბრილიანტსა და სამკაულებზე, ხოლო უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს ყველა ძირითად რუსულ ბანკზე. უნდა განისაზღვროს დარჩენილი უცხოური ბანკების გასვლის ვადები.

ჯგუფის კიდევ ერთი მოწოდებაა მთელს მოსფლიოში, უფრო გაადვილდეს რუსეთის კერძო და სახელმწიფო აქტივების კონფისკაცია.

XS
SM
MD
LG