ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანდიდატები მორიგი პრაიმერებისთვის ემზადებიან


ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები სამშაბათს ხუთ შტატში დაგეგილი პრაიმერებისთვის ემზადებიან.

ამის პარალელურად იზრდება დონალდ ტრამპის კრიტიკოსთა რაოდენობა, რომლებიც მას კამპანიის დროს წარმოშობილ ძალადობაში ადანაშაულებენ. ტრამპი უარყოფს მის როლს ძალადობაში და აცხადებს,რ ომ მას მშვიდობა სურს და არა პრობლემები.

ხვალ პრაიმერები ფლორიდაში, ოჰაიოში, ილინოისში და ჩრდილოეთ კაროლინაში გაიმართება. ხვალინდელი დღე განსაკუთრებით მათთვისაა მნიშვნელოვანი, ვისაც ტრამპის წარმატების შეჩერება სურს.

XS
SM
MD
LG