ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ასადის ოჯახის ქონების დაყადაღებისგან თავს იკავებს


რიფაათ ალ-ასადი, ბაშარ ალ-ასადის ბიძა
რიფაათ ალ-ასადი, ბაშარ ალ-ასადის ბიძა

საფრანგეთის და ესპანეთის შესაბამისმა სამსახურებმა სირიის პრეზიდენტის ბიძას მილიონობით დოლარის ღირებულების ქონება ჩამოართვეს.

ბაშარ ალ-ასადის ბიძა რიფაატ ალ-ასადი 80-იან წლებში სახელმწიფო ფინანსებიდან თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის მითვისებაშია ეჭვმიტანილი. თუმცა მისი ამჟამინდელი "ევროპული ქონება" ახლა საფრთხეშია.

ესპანეთის პოლიციამ გასულ კვირას მისი ოჯახის კუთვნილი სახლის ჩხრეკა მოაწყო. სასამართლომ კი მისი 740 მილიონ დოლარის ღირებულების ქონება დააყადაღა. გამოძიების მტკიცებით, 300 მილიონ დოლარზე მეტი სირიის სახელმწიფო ქონებიდანაა მიტაცებული.

ასადი, ასევე, ფლობს ლონდონში 12 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლს. ესპანეთის საგამოძიებო სამსახურების ქმედებების შემდეგ გარკვეული ჯგუფები ბრიტანეთის ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ მან ესპანეთის მაგალითს მიჰბაძოს და ქონება დააყადაღოს. ამ იდეის მომხრეები ფიქრობენ, რომ ლონდონი ისედაც ცნობილია, როგორც ე.წ. "შავი ფულის ჰაბი", ამიტომ მათ ეჭვი ეპარებათ, რომ ბრიტანეთი ასადის გამო გამონაკლისს დაუშვებს.

ოფიციალური ლონდონი კი არ ჩქარობს საფრანგეთისა და ესპანეთის მაგალითის გაზიარებას. ამის ერთ-ერტ მიზეზად კი არარსებული საბრალდებო დასკვნის აუცილებლობა სახელდება. ამბობენ, რომ ქონების კონფისკაციისთვის საკმარისი სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

რიფაათ ალ-ასადის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ის ასევე პასუხისმგებელია 1982 წელს ჰამაში მომხდარ ფაქტზე, როდესაც სირიის არმიასა და ამბოხებულ "მუსლიმურ საძმოს" შორის შეტაკებისას ათასობით ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით რიფაათ ალ-ასადს მისი ძმის, მაშინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ამბოხების მოწყობაში დასდეს ბრალი, მაგრამ ის ევროპაში გაიქცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG