ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლოდინი ახალი პრეზიდენტის მიმართ განსხვავებულია


შეერთებულ შტატებში ჩატარებული ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ დემოკრატებს და რესპუბლიკელებს განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაართვას თავი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს პრობლემას ამერიკის შემდეგმა პრეზიდენტმა. რესპუბლიკელი ამომრჩევლის 65 პროცენტის სურვილია მომავალმა პრეზიდენტმა ისლამურ ექსტრემიზმზე გარკვევით ილაპარაკოს, თუნდაც ეს მთლიანად ისლამს ეხებოდეს და ამიტომ ამ რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის იყოს.

იმ ამომრჩეველთა 70 პროცენტის აზრით, ვინც დემოკრატიული პარტიის წევრია, ან დემოკრატებისკენ იხრება, მომავალმა პრეზიდენტმა ამ თემაზე უფრო ფრთხილად უნდა იმსჯელოს. მთლიანობაში, ორივე მხარეს გამოკითხულთა ნახევრის სურვილია, რომ ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა ისლამურ ექსტრემიზმზე საუბრისას, ზოგადად ისლამი არ დაგმოს. პიუს კვლევითი ცენტრის გამოკითხვის შედეგებით, რომელიც გასულ თვეში ჩატარდა, ამერიკელთა დაახლოებით 11 პროცენტი თვლის, რომ მუსლიმი ამერიკელების “უმრავლესობა”, ან “თითქმის ყველა” ანტი-ამერიკული განწყობის მატარებელია.

XS
SM
MD
LG