ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ბრძანება - დისკრიმინაცია თუ უსაფრთხოების გარანტი?


დონალდ ტრამპმა ამერიკის ფიცის დადებისთანავე ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი ბრძანება შვიდი ძირითადად მუსლიმური ქვეყნიდან ადამიანების ამერიკაში შემოსვლა აკრძალა და ქვეყანაში ლტოლვილების მიღება დროებით შეაჩერა. მოგვიანებით პრეზიდენტმა ბრძანება შეამსუბუქა - 7 ქვეყნის სიიდან ერაყი ამოიღო და ლტოლვილების მიღება აღადგინა. თუმცა მათი რაოდენობა 110 ათასიდან წელიწადში 50 ათასამდე შეამცირა.

ამ აღმასრულებელი ბრძანების მიზანი იმაში დარწმუნებაა, რომ ათობით ათას ლტოლვილში უცხოელი მებრძოლები არ შეერიონ. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ამერიკაში შემოპარვას ცდილობენ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების კონსტიტუციურობას, რომელიც ამერიკაში ლტოლვილების შემოსვლას ზღუდავს და 6 ძირითადად მუსლიმური ქვეყნიდან ადამიანებს ამერიკაში მგზავრობას კრძალავს, ფედერალური სასამართლო განიხილავს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება შეჩერებულია.

მანამდე კი ამერიკაში არ წყდება დებატები იმის შესახებ არის თუ არა პრეზიდენტის ბრძანება დისკრიმინაციული მუსლიმების, განსაკუთრებით კი ლტოლვილების წინააღმდეგ. ამ თემაზე ექსპერტების აზრი ორადაა გაყოფილი.

ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის მკვლევარი დანიელ პლეტკა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პოლიტიკის კრიტიკის მიზეზი არსებობს, უსამართლო იქნება ის, რომ ბრძანებას დისკრიმინაციული დავარქვათ.

ადმინისტრაციამ ვერ შეძლო წარმოდგენა სამხილი, თუ როგორ უკავშირდება ეს ბრძანება უსაფრთხოებას. აკრძალულ სიაში მოხვედრილი ქვეყნებიდან არც ერთი არაა ტერორიზმის ექსპორტიორი ძირითადი ქვეყანა.

“ამ აკრძალვას უსაფრთხოებაზე აქვს გავლენა. ის, 50 ათას ლტოლვილს მივიღებთ თუ 100 ათასს, ლტოლვილების პრობლემას ვერ გადაჭრის. მხოლოდ სირიიან 11 მილიონი ადამიანია დევნილი ან ლტოლვილი. ამ საკითხს სინამდვილეში მხოლოდ რეგიონში ამერიკის ლიდერობა დადაწყვეტს. თუ ბოლოს და ბოლოს ვერ შევძელით კრიზისის გადაჭრა, რომელიც 2011 წლიდან არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, ლტოლვილების ნაკადის დაუსრულებელი ციკლები გვექნება,” განაცხადა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში პლეტკამ.

ჯეიმს კარაფანოსაც, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის გარდამავალი გუნდის წევრი იყო, ამბობს, რომ ტერორისტები ცდილბოენ ამერიკაში ლტოლვილების საფარით შემოვიდნენ. ის ამბობს, რომ ამ ბრძანებით პრეზიდენტი სამომავლო საფრთხეების შემცირება ცდილობს. "საფრთხე, რომელიც ამერიკაში ტერორიზმის მხრივ გვაქვს, ძირითადად უკვე ქვეყნის შიგნით მცხოვრები რადიკალიზებული ადამიანებისგან მოდის. ამ აღმასრულებელი ბრძანების მიზანი იმაში დარწმუნებაა, რომ ათობით ათას ლტოლვილში უცხოელი მებრძოლები არ შეერიონ. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ამერიკაში შემოპარვას ცდილობენ," განაცხადა კარაფანომ.

მისი თქმით, ლტოლვილების ქვეყანაში შემოშვების დროებით შეჩერება ადმინისტრაციას იმაში დაეხმარა, რომ მათი შემოწმების სისტემა ისე გაემართა, რომ ტერორიტებმა ამერიკაში შემოსვლა ვერ შეძლონ.

აღმასრულებელი ბრძანების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ის ცუდად გათვლილი ნაბიჯია, რომელიც ამერიკის წინააღმდეგ საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის.

ზოლბერგის მიგრაციის ინსტიტუტის დირექტორს ალექს ალეინიკოვს უჭირს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის უსაფრთხოების მიზეზებით გამართლება. მისი აზრით, "ადმინისტრაციამ ვერ შეძლო წარმოდგენა სამხილი, თუ როგორ უკავშირდება ეს ბრძანება უსაფრთხოებას. აკრძალულ სიაში მოხვედრილი ქვეყნებიდან არც ერთი არაა ტერორიზმის ექსპორტიორი ძირითადი ქვეყანა."

ალეინიკოვი ამბობს, რომ "შეიძლება მთავრობას რაიმე ინფორმაცია აქვს ამ ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის სამხილი არ უჩვენებია. ვფიქრობ, პრეზიდენტის თავდაპირველმა განცხადებებმა მსოფლიოს ერთ-ერთი რელიგიის წინააღმდეგ ამერიკის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა, რადგან მან ხალხი ამერიკის წინააღმდეგ განაწყო.”

დებატების ორივე მხარეს მყოფ ექსპერტებს, რომლებსაც "ამერიკის ხმა" ესაუბრა, მიაჩნიათ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გადაჭრის გარეშე, რომლებიც ადამიანებს საცხოვრებლის დატოვებას და უსაფრთხოების სხვა ქვეყანაში ძებნას აიძულებს, ლტოლვილების საკითხის მოგვარების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ ზედაპირული ძალისხმევა იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG