ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“არ იქნება“ - ზურაბიშვილი იმპიჩმენტს გამორიცხავს


სალომე ზურაბიშვილი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, 2019 წელი

სალომე ზურაბიშვილი, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამორიცხავს. „არ იქნება“ - ასე უპასუხა „ამერიკის ხმას“ პრეზიდენტმა კითხვაზე, უშვებს თუ არა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესაძლებლობას.

„დაველოდოთ გამოძიებას, ამ საქმეზე მე არაფერი ახალი აღარ მაქვს სათქმელი“
სალომე ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილმა, შეწყალების საქმეზე ჟურნალისტებთან, ნიუ-იორკში ვიზიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეწყალების სიის ერთადერთი ავტორი თავადაა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის სრულად ენდობა გამოძიებას და მის დასრულებას ელოდება.

რუსეთთან პირდაპირი დიალოგი - რას ფიქრობს პრეზიდენტი?

სალომე ზურაბიშვილმა, ნიუ-იორკში, რუსეთთან პირდაპირ დიალოგზეც ისაუბრა, „ორი გზა არსებობს, ერთი ომის და სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით. მეორე არის დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი თავის თავში.“ - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი გაეროში, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრებიც შეაჯამა. ზურაბიშვილის თქმით, პარტნიორებთან შეხვედრის დროს პრიორიტეტული საკითხი, დეოკუპაციის თემა იყო.„დავაბრუნოთ ჩვენი, საქართველოს საკითხი, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები დავაბრუნოთ დღის წესრიგში, რათა არ იყოს იმისი მცდელობა, რომ უფრო ახალმა კონფლიქტმა გააქროს და დაავიწყებინოს ის , რაც არის ჩვენი მთავარი ტკივილი“

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ნიუ-იორკში 27 სექტემბერს დასრულდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG