ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ქაბულიდან თითოეული ამერიკელის და ასევე ავღანელი მოკავშირეების ევაკუაციის პირობას დებს


„ჩვენ თქვენ შინ დაგაბრუნებთ“ - პრეზიდენტი ბაიდენი იმ ამერიკელებს მიმართავს, ვინც ამ დრომდე ავღანეთში იმყოფება.

მისი თქმით, თალიბანის მიერ მართული ავღანეთიდან, 13 000 ადამიანი უკვე ევაკუირებულია.

რამდენიმე წუთის წინ გაკეთებულ განცხადებაში, პრეზიდენტი ბაიდენი ასევე პირობას დებს, რომ შეერთებული შტატები ყველა იმ ავღანელის ევაკუაციას განახორციელებს, ვინც შეერეთებულ შტატებს და მოკავშირეებს დახმარებას უწევდა. საუბარია ათობით ათას ავღანელ თარჯიმანზე და სხვა სფეროში დამხმარე პერსონალზე. ასევე მათი ოჯახის წევრებზე.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო ევაკუაცია ჩვენი ავღანელი მოკავშირეების, პარტნიორების, იმ ავღანელების, ვინც აშშ-სთან ასოცირების გამო შესაძლოა საზმიზნე გახდეს“ - აცხადებს ბაიდენი.

პრეზიდენტის თქმით, ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა. „ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შესაბამისი სიძლიერის გამოჩენა შეუძლია, ამერიკის შეერთებული შტატებია.“

თეთრ სახლში განცხადების გაკეთებისას, პრეზიდენტთან იდგნენ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. პრეზიდენტს ასევე თან ახლდა თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG