ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ჯონ ბასი სახელმწიფო მდივნის მოადგილის კანდიდატად წარადგინა


საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზეა ნომინირებული. პრეზიდენტმა ბაიდენმა ბასის კანდიდატურა 21 ივლისს წარადგინა და ამის შესახებ ინფრომაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.

ჯონ ბასი საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობას 2009-2012 წლებში იკავებდა. ახლა ბასი სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო სამსახურის ინსტიტუტის უფროსი მრჩეველია.

კარიერული დიპლომატი წარსულში „ელჩად მსახურობდა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, თურექთსა და საქართველოში. წარსულში, სხვა საკითხებთან ერთად, ბასი ფოკუსირებული იყო ერაყში, სირიასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ტერორიზმისა და არასტაბილურობის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მთავრობის ძალისხმევის მხარდაჭერაზე. ის საზღვარგარეთ შეერთებული შტატების შვიდ მისიაში მსახურობდა, მათ შორის ერაყში, ბაღდადში-ამერიკის საელჩოში რეკონსტრუქციის გუნდის ხელმძღვანელად. გარდა ამისა, ის იყო სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივანი და სხვადასხვა დროს, სახელმწიფო დეპარტამენტში, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ჯონ ბასი, პრეზიდენტის მიერ ნომირიების შემდეგ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე სენატმა უნდა დაამტკიცოს.

მიმდინარე კვირაში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, ერვოპის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს მოუსმინა. კარენ დონფრიდმა, სენატორ რიშის კითხვის პასუხად საქართველოს შესახებ ისაუბრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG