ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას ორი ტურისტი ემსხვერპლა


6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ საბერძნეთში ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, პარასკევს ღამით კუნძულ კოსზე მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია ორი ტურისტი, რომელთაგან ერთი თურქეთიდანაა და მეორე კი შვედეთიდან, თუმცა მათი ვინაობა ჯერ არ დასახელებულა.

განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების მქონე ხუთი ადამიანი ვერტმფრენით კუნძულ კრეტაზე მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი საბერძნეთისა და თურქეთის მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს, ეგეოსის ზღვაში დაფიქსირდა - 16.2 კილომეტრით აღმოსავლეთით კუნძულ კოსიდან და 10.3 კილომეტრით სამხრეთით თურქეთის კურორტ ბოდრუმიდან.

თურქული მხარე განმეორებითი ბიძგების შესახებ აფრთხილებდა მოსახლეობას, თუმცა მსხვერპლის ან ძლიერი დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

თუმცა ბერძნულ მხარეს დაზიანებულია ნაგებობებიც, ძირითადად ძველი შენობები. დაზიანებულია კუნძულის პორტის შენობა, ასევე მე-14 საუკუნეში აშენებული ციხესიმაგრისა და ძველი მინარეთის ნაწილები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG