ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ატლანტის აეროპორტში ათასობით ფრენა გაუქმდა


ელექტროენერგიის გათიშვის გამო გუშინ ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტის საერთაშორისო აეროპორტში ათასზე მეტი რეისი გაუქმდა. ასევე, დღეისთვის დაგეგმილი რამდენიმე ასეული რეისიც გაუქმდა ან გადაიდო.

ელექრეომომარაგების შეწყვეტა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ქვესადგურზე გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. ოფიციალური პირები შემთხვევის ტერორიზმთან კავშირს გამორიცხავენ. ელექტროენერგია კვირას, დაახლოებით, დღის პირველ საათზე გაითიშა.

ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო ის, რომ რეისები, რომლებიც ამ აეროპორტისკენ მიემართებოდა, გაფრენამდე შეაჩერეს. დანარჩენი რეისები კი მიმდებარე რეგიონულ აეროპორტებში გადაამისამართეს.

ვებ-გვერდ FlightAware-ის ცნობით, რომელიც თვითმფრინავების მონიტორინგის საშუალებას რეალურ დროში იძლევა, კვირას, გვიან საღამოს ატლანტის აეროპორტს ათასზე მეტი ფრენა ჰქონდა გაუქმებული.

ატლანტის აეროპორტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე კი წერენ, რომ ყველა ფრენა და საქმიანობა დღეს, შუადღის შემდეგ დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

XS
SM
MD
LG