ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა სიღარიბის დაძლევისათვის


ბრძოლა სიღარიბის დაძლევისათვის
ბრძოლა სიღარიბის დაძლევისათვის

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ემზადება, მიკროსაფინანსო სისტემის დამცველები ამბობენ, რომ სიღარიბის დაძლევის საუკეთესო გზა მცირე სესხების გაცემაა. თუმცა მოდელის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ის ჯერ არამდგრადია და მხოლოდ გარკვეული ტიპის ადამაინებამდე აღწევს.

ახლახანს ამერიკაში, ვირჯინიის შტატში მიკროსაფინანსო სფეროში მომუშავე ადამაიენბმა და დონორმა ორგანიზაციებმა აფრიკული მუსიკის ფონზე კონტაქტები გაცვალეს.

დონორთა მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, მცირე სესხების აღების, საბანკო მომსახურების გამოყენების, დაზღვევისა და მომზადების საშუალებას 2 მილიონზე მეტ ადამაინს აძლევს აფრიკის 20-მდე ქვეყანაში.

ალის გასატურა ბანკ “რუანდას” საკრედიტო მხარდაჭერის განყოფილების დირექტორია, რომელსაც მისივე თქმით, კლიენტთა მზარდი რაოდენობა ჰყავს.

“ ჩვენ მცირე ჯგუფით დავიწყეთ. მაგრამ ახლა ვხედავთ რომ ბანკი იზრდება. 80 ათასზე მეტ კლიენტს ვემსახურებით. მცირე სესხების გაცემა დავიწყეთ. საწყისი სესხი 27 დოლარი იყო, მაგრამ ახლა გაიზარდა. ახლა ის 150 დოლარს შეადგენს.”

კლიენტთა 19 პროცენტი ქალია, მათი უმეტესობა სოფლის ფარგლებს არ გაცდენია. სესხის უკან დაბრუნების პროცენტი 98-ს შეადგენს.

გასატურა ხსნის, რომ მოსახლეობა სესხებს მომზადების შემდეგ იღებს.


“ჩვენ მათ ვამხადებთ ბიზნესის წარმოებაში, ვასწავლით ფულის სესხების და ფულის დაგროვების გზებს. ასევე ვამზადებთ მათ სოციალურ საკითხებში. ჩვენ ასევე ვაცნობთ მათ ახალ კანონებს, რომლებსაც მთავრობები ამტკიცებენ, რადგან სოფლებში მათთან ინფორმაცია ძნელად აღწევს.”

სესხებს ძირითადად 30 კაციან ჯგუფებზე გასცემენ, სადაც თითოეული ადამაინი უკან დაბრუნების გარანტორია. კლიენტებს, ვისაც გადახდის კარგი ისტორია აქვთ, შესაძლოა სესხის მაქსიმუმი, 3.500 დოლარიც კი გადაეცეთ.

მალავის ეგრეთ წოდებულ შესაძლებლობათა ბანკში, ჩანს თსამვა ერთ-ერთი თანამშრომელია, ვინც სოფელში მცხოვრებ კლიენეტთან მუშაობს.

“ მართაც გახარებული ვარ, რადგან მალავიში ღარიბი ხალხის ცხოვრების წესი იცვლება. ახლა მე შემიძლია ვნახო ქალი, რომელიც საკუთარ ოჯახზე, შვილებზე ზრუნავს.”

ამერიკაში დაფუძნებულმა გრასრუთსის ბიზნეს ფონდმა ახლახანს კომპანია ჯუჰუდი კლიმოსთვის, რომელიც კენიაში მდებარეობს და ფერმერთა მიკრო საფინანსო ორგანიზაციაა ახალი დაფინანსება გამოყო.

კრისტი ფილფოტი, ამერიკული კომპანიის აფრიკის ფრთის მენეჯერი, ამბობს, რომ ეს კენიის ორგანიზაციებს ძალიან დაეხმარება.

“მის სასოფლო ცხოვრებას ბევრი სფეროს განვითარება სჭირდება, ამიტომ ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სათაო ოფისებიდან მიიღონ ინფორმაცია.”

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ახლა მსოლფიოში უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანთა რაოდენობა 1.3 მილიარდიდან 1.7 მეათედ მილიარდამდე მერყეობს.

აბსოლუტური სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანის განმარტება შემდეგია: სუფთა წყლის არარსებობსა, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა, არა ჩასაცმელი, თავშესაფარი და განათლება.

XS
SM
MD
LG