ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პორტუგალია ახალ მთავრობას ირჩევს


პორტუგალია ახალ მთავრობას ირჩევს
პორტუგალია ახალ მთავრობას ირჩევს

დღეს პორტუგალიაში არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობამ ახალი ხელისუფლება უნდა აირჩიოს, რომელმაც ეკონომიკის გადასარჩენად გამოყოფილი საერთაშორისო დახმარება - 110 მილიარდიანი პროგრამა უნდა განახორციელოს. საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, ამომრჩეველთა დაახლოებით 36 პროცენტი ოპოზიციურ სოციალ-დემოკრატებს უჭერს მხარს, მაშინ როდესაც მმართველ სოციალისტურ პარტიას 31 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. თუკი ამგვარი პრგონოზი გამართლდება, სოციალ-დემოკრატები მართალია შეძლებენ მმართველი პარტიის დამარცხებას, თუმცა პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის შექმნას ვერ მოახერხებენ. პორტუგალიაში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მარტში პრემიერ-მინისტრმა ჟოზე სოკრატესმა თანამდებობა დატოვა, ამის მიზეზი კი პარლამენტის მიერ მისი ეკონომიკური გეგმის უარყოფა გახდა.

XS
SM
MD
LG