ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოროშენკო გაეროს მოუწოდებს


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდა განიხილოს აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო მისიის განთავსების საკითხი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასეთი მისია შესაძლოა „გადამწყვეტი ფაქტორი“ გახდეს კონფლიქტის დასასრულებლად. პოროშენკო გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოვიდა 20 თებერვალს. მისი თქმით, უკრაინა მზად არის განიხილოს აღმოსავლეთ უკრაინაში გაეროს მანდატით მოქმედი სამშვიდობო ძალების გაგზავნის საკითხი, რათა „ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიას“.

რუსეთმა 2014 წელს უკანონოდ მიითვისა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული. მოსკოვი ეხმარება აღმოსავლეთ უკრაინელ სეპარატისტებს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს აკონტროლებენ. აღმოსავლეთ უკრაინაში ხუთწლიანი კონფლიქტის განმავლობაში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG