ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ლიბანში წირვას დაესწრო


ბეირუთში ღია ცის ქვეშ გამართულ წირვაში მონაწილეობა 350 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო

რომის პაპი ლიბანში სამდღიან ვიზიტს ასრულებს. შაბათს ის ლიბანის ოფიციალურ პირებს და რელიგიურ ლიდერებს ბერიუთის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა.

დღეს 85 წლის ბენედიქტ მე-16 ლიბანის დედაქალაქში გამართულ მასობრივ წირვას დაესწრო, საიდანაც მან საერთაშორისო საზოგადოებას და კერძოდ, არაბულ ქვეყნებს მიმართა და მათ სირიასთან კონფლიქტის დასრულების და სამშვიდობო გამოსავლის მონახვისკენ მოუწოდა. რომის პაპმა ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანებს სთხოვა მეტი პასუხისმგებლობა იკისრონ და მისივე სიტყვებით, „სიკვდილის და ნგრევის“ რეგიონში მშვიდობის ელჩები გახდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, ბეირუთში ღიაცისქვეშ გამართულ წირვაში მონაწილეობა 350 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG