ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვატიკანი განცხადებას ავრცელებს


კათოლიკური სამღვდელოება წინააღმდეგობრივი თემებით დაინტერესდა

ვატიკანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოუწოდებს სამღვდელოებას, გაარკვიოს კათოლიკური ეკლესიის მრევლის აზრი აბორტის, გაყრის და ერთსქესიან ქორწინების თემებთან დაკავშირებით.

18 ოქტომბერს ვატიკანის სინოდის გენერალურმა მდივანმა ლორენცო ბალდისერიმ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კათოლიკური სამღვდელოების წევრებს კითხვარი დაუგზავნა. კათოლიკე მღვდლებმა კითხვარში ადგილობრივი მრევლისა და წყაროების შეხედულებები უნდა შეაჯამონ. შედეგები ვატიკანს იანვრის ბოლომდე გადაეგზავნება.

ვატიკანის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს უამრავი საკითხი, რაც ეკლესიის ყურადღებას იმსახურებს. ამ საკითხებს შორისაა: ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანა, პოლიგამია, შერეული აღმსარებლობის ოჯახები და სუროგატი დედების საკითხი.
XS
SM
MD
LG