ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეაქცია პაპის გადაწყვეტილებაზე


ანგელა მერკელი: ბენედიქტე იყო და დარჩება ჩვენი დროის ერთერთ უდიდეს რელიგიურ მოაზროვნედ

ანგლიკანური ეკლესიის მეთაურის განცხადებით, ის „დამძიმებული გულით“ ხვდება რომის პაპის ბენედიქტე მეთექვსმეტის გადაწყვეტილებას 28 თებერვალს ტახტიდან გადადგომის თაობაზე. კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ ველბიმ განაცხადა, რომ ის გაგებით ეკიდება რომის პაპის გადაწყვეტილებას. მან აღნიშნა, რომ ბენედიქტე თავის მოვალეობას ღირსეულად ასრულებდა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის უდიდესი პატივისცემით არის გამსჭვალული წარმოშობით გერმანელი პაპის მძიმე გადაწყვეტილების მიმართ. მერკელის თქმით ბენედიქტე იყო და დარჩება ჩვენი დროის ერთერთ უდიდეს რელიგიურ მოაზროვნედ. ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე პატივს სცემებ რომის პაპის გადაწყვეტილებას. ობამას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკლესია გადამწყვეტ როლს თამაშობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიში და ის ისურვებდა, რომ ახალი პაპის არჩევა რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს.
XS
SM
MD
LG