ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპი ფრანცისკე ეგვიპტეში მშვიდობის გზავნილით ჩავიდა


რომის პაპი ეგვიპტეში

დღეს პაპმა ფრანცისკემ ეგვიპტეში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. ის კოპტ ქრისტიანულ ეკლესიებში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რასაც 45 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, ეგვიპტელებს ქრისტიანთა და მუსლიმთა შორის მშვიდობისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტ აბდელ ფატა ელ-სისისთან და კოპტი ქრისტიანების ლიდერ თავადროსთან მოლაპარაკებებამდე, ფრანცისკე შეიხ აჰმედ ალ-თეიებს, მეჩეთ ალ-აზრაჰის დიდ იმამს ხვდება.

ქაიროს აეროპორტში, ფრანცისკეს ეგვიპტის პრემიერ მინისტრი შარიფ ისმაილი დახვდა. პაპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ვიზიტი „ერთობას და ძმობას ემსახურება და მართალია, ხანმოკლეა, მაგრამ უაღრესად ინტენსიური იქნება“.

პაპი ფრანცისკე შაბათს წირვას ჩაატარებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG