ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი კონგრესში სიტყვით გამოვიდა


პაპი ფრანცისკე კონგრესის გაერთიანებულ სხდომას სიტყვით მიმართავს, 24 სექტემბერი, 2015
პაპი ფრანცისკე კონგრესის გაერთიანებულ სხდომას სიტყვით მიმართავს, 24 სექტემბერი, 2015

რომის პაპი ფრანცისკე ამერიკის კონგრესის გაერთიანებულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან ამერიკელ ხალხს მიმართა და მოუწოდა განსხვავებები გვერდზე გადადონ და საერთო საქმისთვის „სოლიდარობა და გულუხვი თანამშრომლობა“ განაახლონ.

ფრანცისკე პირველი პაპია, რომელიც ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოვიდა. მას ამერიკელი კანონმდებლები ორივე პალატიდან თბილად შეხვდნენ და სიტყვით გამოსვლისას ოვაცია რამდენიმეჯერ ფეხზე წამოდგომით გამოხატეს. პაპის მიმართვა, რომელიც დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ტელეარხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

პაპმა კანონდებლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენი, როგორც კონგრესის წევრების პირადი პასუხისმგებლობაა თქვენი საკანონმდებლო საქმიანობით ამ ქვეყანას გაზრდის საშუალება მისცეთ. თქვენი ვალია დაიცვათ და გაუფრთხილდეთ თქვენი მოქალაქეების ღირსებას.“

პაპმა ასევე ისაუბრა სიღატაკის აღმოფხვრაზე, კლიმატურ ცვლილებებზე, ოჯახის სიწმინდეზე, იმიგრაციასა და მსოფლიოში მიმდინარე ძალადობის დასრულების საჭიროებაზე.

XS
SM
MD
LG