ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბზობის წირვა ვატიკანში მრევლის გარეშე გაიმართა


HEALTH-CORONAVIRUS/PALMSUNDAY-POPE

რომის პაპმა, ფრანცისკემ კვირას ბზობის სადღესასწაულო წირვა მრევლის გარეშე ჩაატარა. წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული, მასობრივი ღონისძიება, რომელიც ყოველ წელს ტარდება ხოლმე, ეპიდემიის გავრცელების გამო გაუქმდა.

როგორც წესი, რომის მცხოვრებნი, ტურისტები და მომლოცველები უამრავი სხვადასხვა ქვეყნიდან ამ მოედანზე იმისთვის იკრიბება, რომ რომის პაპის მიერ აღვლენილ მსახურებას დაესწროს. თუმცა პაპმა ფრანცისკენ წელს წირვა დახურულ სივრცეში, წმინდა პეტრეს ცარიელ ბაზილიკაში ჩაატარა. მსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებოდნენ, რომლებიც ერთმანეთისგან მოშორებით, სოციალური დისტანციის დაცვით იდგნენ თუ ისხდნენ.

კათოლიკური სამყარო მომავალ კვირას აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ოფიციალური ვატიკანის ცნობით ყველა სარიტუალო ღონისძიება მასობრივ თავშეყრის და მრევლის დასწრების გარეშე ჩატარდება, რათა ვირუსის გავრცელების შესაზღუდი ღონისძიებები დაცული იყოს. ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოში ინფიცირების 7 დადასტურებული შემთხვევაა.

XS
SM
MD
LG