ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო ლავროვს ტელეფონით ესაუბრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ხუთშაბათს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰედერ ნაუერტმა განაცხადა, საუბარი უკრაინელი პოლიტიკური პატიმრის ოლეჰ სენცოვის შესახებ წარიმართა. სენცოვი სამ თვეზე მეტია რუსეთის ციხეში იმყოფება და შიმშილობას აგრძელებს. ნაუერტმა აღნიშნა ბატონი პომპეოს შეშფოთება სენცოვის ჯანმრთელობის შესახებ და მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უკრაინელი პოლიტიკური პატიმარი.

პირველმა ამერიკელმა დიპლომატმა, ამასთან, განიხილა მდგომარეობა სირიაში და აშშ-ის სერიოზული შეშფოთება დააფიქსირა იდლიბში მიმდინარე მოქმედებების გამო. პომპეომ, ნაუერტის განცხადებით, მოუწოდა სერგეი ლავროვს მხარი დაუჭიროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ქმედებებს და ასევე ძალისხმევას, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს სირიის რეჟიმს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG