ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო ბერლინში: რუსეთი იჭრება მის სამეზობლოში და კლავს ოპონენტებს


ბერლინის კედლის დაცემიდან ოცდაათი წლის თავზე, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ჯერ ისევ უპირისპირდებიან კომუნისტ მეტოქეებს, და თავისუფალმა სამყარომ უნდა გააგრძელოს რუსეთისა და ჩინეთის საფრთხისგან თავის დაცვა.

ბერლინის ბრანდენბურგის ჭიშკართან გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთი "დღეს რუსეთი, რომელსაც ყოფილი სუკის ოფიცერი მართავს, რომელიც ერთ დროს დრეზდენში იყო გამწესებული, იჭრება მის სამეზობლოში და კლავს პოლიტიკურ ოპონენტებს“. მისი თქმით, რუსი ლიდერები იყენებენ „პოლიციურ რეიდებს და წამებას ყირიმელი თათრების და უკრაინელების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან“.

ამერიკის მთავარმა დიპლომატმა დარტყმა პეკინზეც მიიტანა.

„ჩინეთში, ჩინეთის კომუნისტური პარტია ავტორიტარიზმის ახალ ხედვას აყალიბებს“, - განუცხადა პომპეომ „კორბერის ფონდში“ შეკრებილებს. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ჩინეთი საკუთარი ხალხის რეპრესირებას ახდენს, კრიტიკოსებს მოგზაურობის უფლებას უზღუდავს და იმ ჩინელი მუსლიმების ოჯახებს ავიწროებს, რომლებმაც თავშესაფარი საზღვარგარეთ იპოვეს.

პომპეოს ვიზიტი გერმანიაში ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლისთავს ეძღვნება. 1989 წლის ნოემბერში, ბერლინის კედლის დანგრევას გერმანიის გაერთიანება, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის დასასრული და საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა.

1989 წელს, პეკინის ტიანანმენის მოედანზე დემოკრატიის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა. პროტესტის მიზეზი ელიტური კორუფცია და დემოკრატიის მოთხოვნა იყო. ჩინეთის მთავრობამ დემონსტრაციები მკაცრად ჩაახშო, ტანკებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. შედეგად, ასობით ადამიანი დაიღუპა.

პომპეომ განაცხადა, რომ საჭიროა ხაზის გავლება კომუნისტურ რეჟიმსა და ჩინელ ხალხს შორის. „მე არ აღვწერდი ამას როგორც კონფლიქტს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის“, - თქვა მან და მიუთითა იმაზე, რომ შეერთებული შტატები არა ჩინეთის მოსახლეობას, არამედ კომუნისტური პარტიის პოლიტიკურ ელიტას უპირისპირდება.

პარალელურად, ჰონგ-კონგში, ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება. პომპეომ ჩინეთს მოუწოდა შეასრულოს მისი აღებული ვალდებულებები ჰონგ-კონგის მოსახლეობის წინაშე და განაცხადა, რომ ხალხი იქ „თავად იპოვის მომავლის გზას“.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი გერმანიის ლიდერებს შეხვდა. ასევე, მან რონალდ რეიგანის ძეგლი გახსნა.

პრესკონფერენციაზე, როდესაც მას კითხეს უკრაინის შესახებ, მან განცხადა, რომ ის მხარს უჭერდა უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიცემას და თქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვაში ეხმარება.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ თავისუფალი ქვეყნები არიან ღირებულებათა შეჯიბრში არათავისუფალ ქვეყნებთან“, - თქვა მან.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG