ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში თავდასხმას პოლიციელი ემსხვერპლა


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სათაო ოფისზე მიტანილი თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა.

თავდასხმა სამინისტროს ნაგებობის გარეთ მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ბომბის აფეთქებით დაიწყო. ამის შემდეგ, შეიარაღებული ჯგუფი სამინისტროს ეზოში შეიჭრა. უსაფრთხოების ძალებმა თავდამსხმელებს ცეცხლი დაუბრუნა და იერიშის მოგერიება შეძლო.

შინაგან საქმეთა მინისტრ ნაჯიბ დანიშის განცხადებით, შეტაკების შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი. ამ დრომდე, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე.

თალიბანმა ცოტა ხნის წინ პირობა დადო, რომ ქაბულში სამთავრობო დაწესებულებების წინააღმდეგ იერიშების რაოდენობას გაზრდიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG