ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 მოკლული და 9 დაშავებული საკრამენტოში


კალიფორნიის ქალაქ საკრამენტოში შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა. კვირა, 3 აპრილი, 2022 წ.
კალიფორნიის ქალაქ საკრამენტოში შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა. კვირა, 3 აპრილი, 2022 წ.

საკრამენტოს პოლიციის განცხადებით, ქალაქის ცენტრში მომხდარ სროლაში, 6 ადამიანი გარდაიცვალა და სულ ცოტა, 9 დაშავდა. კალიფორნიის შტატის ამ ქალაქში სროლის ხმა კვირას გათენებამდე გაისმა.

სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს ხალხი, რომელიც სროლის ხმაზე ქუჩაში გამორბის. მეორე ვიდეოზე ინციდენტის ადგილზე მიმავალი სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანაა.

საკრამენტოს პოლიციის დეპარტამენტი მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არ ახმაურებს და მედიის კითხვებს უპასუხოდ ტოვებს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ადგილზე პოლიციის მობილიზაციაა და დანაშაულის "ადგილი ჯერ ისევ აქტიურია".

XS
SM
MD
LG