ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ თეთრ სახლთან ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოხსნა აღკვეთა

ორშაბათს, ვაშინგტონში პოლიციამ ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტების ჯგუფი, რომელიც თეთრ სახლთან მდებარე ლაფაეტის პარკში აღმართული, ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოხსნას ცდილობდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაგმო აქციის მონაწილეთა ეს ნაბიჯი და მას "სამარცხვინო ვანდალიზმი" უწოდა.

ენდრიუ ჯექსონი ამერიკის რიგით მე-7 პრეზიდენტი იყო, რომელიც ქვეყანას 1829-1837 წლებში მართავდა. ის შეერთებულ შტატებში დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლად ითვლება.

დემონსტრანტები ჯექსონს ადგილობრივი ინდიელი ამერიკელების წინააღმდეგ რასიზმში ადანაშაულებენ. მან 1830 წელს ხელი მოაწერა კანონს, რომლის საფუძველზეც, სამხრეთ შტატების ათასობით აბორიგენი მოსახლე საკუთარი საცხოვრებლიდან ძალის გამოყენებით გამოასახლეს და ქვეყნის დასავლეთში გადაასახლეს.

ისტორიაში ეს ფაქტი "ცრემლის ბილიკის" სახელით შევიდა, რადგან გზაში ბევრი ინდიელი დაიღუპა. ამას გარდა, ჯექსონი ტენესის პლანტაციების მონათმფლობელი იყო და როგორც ცნობილია, მონებს ძალიან მკაცრად ეპყრობოდა.

შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლების ტალღამ, ივნისში ბევრი ძეგლი იმსხვერპლა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ძეგლების ნაწილი ვანდალიზებულია, ზოგი კი საერთოდ ჩამოიღეს.

ვანდალიზებული, ან ჩამოგდებული ძეგლები მსოფლიოს გარშემო

მონებით მოვაჭრე რობერტ მილიგანის ძეგლი ლონდონში, ბრიტანეტი.
1/10 მონებით მოვაჭრე რობერტ მილიგანის ძეგლი ლონდონში, ბრიტანეტი.
ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი მინეაპოლისში, აშშ. 
2/10 ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი მინეაპოლისში, აშშ. 
ჯოზეფ გალიენის მონუმენტი პარიზში, საფრანგეთი. 
3/10 ჯოზეფ გალიენის მონუმენტი პარიზში, საფრანგეთი. 
ბელგიის მეფის ლეოპოლდ მეორეს ძეგლი ბრიუსელში, ბელგია.  
4/10 ბელგიის მეფის ლეოპოლდ მეორეს ძეგლი ბრიუსელში, ბელგია.  
ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი პროვიდენსში, აშშ. 
5/10 ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი პროვიდენსში, აშშ. 
იტალიელი ჟურნალისტის ანდრო მონტანელის ძეგლი მილანში, იტალია. 
6/10 იტალიელი ჟურნალისტის ანდრო მონტანელის ძეგლი მილანში, იტალია. 
ბრიტანელი საზღვაო კაპიტნის ჯონ ჰამილტონის ძეგლი ჰამილტონში, ახალი ზელანდია. 
7/10 ბრიტანელი საზღვაო კაპიტნის ჯონ ჰამილტონის ძეგლი ჰამილტონში, ახალი ზელანდია. 
უინსტონ ჩერჩილის ძეგლი ლონდონში, ბრიტანეთი.
8/10 უინსტონ ჩერჩილის ძეგლი ლონდონში, ბრიტანეთი.
მონებით მოვაჭრე ედვარდ კოლსტონის ძეგლი ბრისტოლში, ბრიტანეთი. 
9/10 მონებით მოვაჭრე ედვარდ კოლსტონის ძეგლი ბრისტოლში, ბრიტანეთი. 
ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი მაიამიში, აშშ.
10/10 ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი მაიამიში, აშშ.
Previous slide
Next slide

This item is part of
XS
SM
MD
LG