ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ჰელმანდში


ავღანელი პოლიციელები კოლეგებმა მოკლეს

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ოთხი პოლიციელი თავისივე კოლეგებმა მოკლეს. ამის შესახებ რეგიონის ოფიციალური ხელისუფლება იუწყება.

ადგილობრივი პოლიციის უფროსის ცნობით, მკვლელობა ჰელმანდის პროვინციაში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. წელს, ავღანეთში, მსგავსი შემთხვევების შედეგად 55 ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG