შაბათს, ვარშავაში ათასობით პოლონელი გამოვიდა ქუჩებში ქვეყნის კონსტიტუციის დასაცავად. იმავდროულად, ადამიანები პოპულისტურ მთავრობას დემოკრატიის უგულვებელყოფაში სდებდნენ ბრალს.
აქციის მონაწილეებს პოლონეთისა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ და სლოგანებს "კონსტიტუცია", "თავისუფალი სასამართლო" სკანდირებდნენ.
მასობრივი აქციის ორგანიზატორები პრო-ევროპული და ცენტრისტული ოპოზიციური პარტიები იყვნენ.
ევროკავშირის ლიდერები პოლონეთის მთავრობას ბოლო ცვლილებების გაუქმებას მოუწოდებენ. მთავრობა კი აცხადებს, რომ პოლიტიკური მანდატი აქვს მოშლილი სასამართლო სისტემის რეფორმისთვის.
Facebook Forum