ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის მოქალაქეები სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ


კვირას, ვარშავაში და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანმა პოლონეთის მთავრობის ახალი, წინააღმდეგობრივი სასამართლო რეფორმები და უზენაესი სასამართლოს ცვლილების გეგმა გააპროტესტა. რეფორმის მოწინააღმდეგეები ამ ნაბიჯებს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხედ აღიქვამენ.

პოლიციის ინფორმაციით, პოლონეთის დედაქალაქში გამართულ დემონსტრაციაში, დაახლოებით, 4500 მომიტინგე მონაწილეობდა ევროკავშირის და პოლონეთის დროშებით. ქვეყნის სხვა ქალაქებში უფრო მცირე ზომის დემონსტრაციები გაიმართა.

გასულ კვირას დამტკიცებული ახალი კანონი ევროკავშირმა გააკრიტიკა. ბრიუსელის თქმით, კანონი სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG