ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთმა რუსეთზე ჯაშუშობისთვის ბელარუსის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა

ვარშავა აცხადებს, რომ პოლონეთმა რუსეთის სადაზვერვო ქსელის წევრობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულთა საერთო რაოდენობა 16-ს აღწევს, განაცხადა პარასკევს, 4 აგვისტოს, შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ.

„[შიდა უსაფრთხოების სააგენტომ] დააკავა კიდევ ერთი, უკვე მეთექვსმეტე პირი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსულ ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობაში“, - წერს კამინსკიმ პლატფორმა X-ზე, აქამდე „ტვიტერად“ ცნობილ სოციალურ ქსელზე.

უწყების განცხადებით, დაკავებული ბელარუსი მიხეილ ა. მონაწილეობდა სამხედრო ობიექტების და პორტების დაზვერვაში და ეწეოდა პროპაგანდისტულ საქმიანობას რუსეთის სასარგებლოდ.

This item is part of

Facebook Forum

XS
SM
MD
LG