ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერის შეხვედრა პოტენციურ ინვესტორებთან ნიუ-იორკში


გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში, 29 აპრილი, 2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტი ნიუ-იორკში, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრით დასრულდა. საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა საქართველოს "როუდშოუ" ამერიკის სამ დიდ ქალაქში წარადგინა. "ლოტე ნიუ-იორკ პალასში" 70-მდე ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი საქართველო მთავრობასთან საქმიან სადილზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, სტრუქტურულ რეფორმებს, ფინანსურ რისკებს და მომავალ გეგმებს განიხილავდნენ. პრემიერ-მინისტრის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ქართული ეკომომიკური განვითარების "როუდშოუ" მთლიანად ამერიკის სამ ქალაქში მოეწყო. ნიუ-იორკის შეხვედრაზე ძირითადად იმ საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ინვესტიციებს კორპორატიულ ან სახელმწიფო ბონდებში აბანდებენ. ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი იმ სფეროებს ასახელებს, სადაც ამერიკული ინვესტიციების დაბანდება რეალურია.

დიმიტრი ქუმსიშვილი: დღეს ამ შეხვედრაზე საქართველოდან ის კომპანიებიც იყვნენ წარმოდგენილი, რომელთაც ასევე აქვთ გამოშვებული ბონდები და კვლავ აპირებენ. მაგალითად, საქართველოს ბანკი, ჯანმრთელობის დაცვის სექტორი და კომპანია "ევექსი" მათთვის ეს გაკაფული გზაა და რწმუნება, როცა ინვესტორიები მოინდომებენ მათ კომანიებში ფულის ჩადებას მათ ექნებათ სრული ცოდნა იმის, რომ საქართველო არის ნამდვილად სტაბილური ქვეყანა ინვესტიციებისთვის. შესაძლებლობები არის ინვესტიციები გაიზარდოს ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამშენებლო და ტექნოლოგიურ სფეროებში ასევე ლოჯისტიკის და აგროსექტორშიც.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე მისულ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს შესაძლებლობების შესახებ საკმაოდ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდათ, რაც მისი თქმით არსებულ და მომავალ ინვესტორებთან კომუნიკაციას კიდევ უფრო ამარტივებს.

მამუკა ბახტაძე: ჩვენ მოველით იმას, რომ საქ. რკინიგზის ევროობლიგაციების ბაზარზე იქნება უფრო მეტი აქტიურობა, რაც ხელს შეუწობს მათ უფრო მეტ ლიკვიდურობას. გარდა ამისა ვსაურობთ რკინიგზის მომავალ გეგემებზე და განვითარებაზე, რაც ასევე ცალსახად საინტერესოა მომავალი ინვესტორებისთვის.

შეხვედრაზე მისული იყო საქართველოს "მილენიუმ კორპორაციის" ყოფილი პრეზიდენტი ლაშა შანიძე, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს სამართლებრივი პრობლემები შეექმნა და შეერთებულ შტატებში, როგორც თავად ამბობს დევნის გამო, ქვეყნიდან გამოსვლა ამერიკელი პარტნიორების დახმარებით მოახერხა. 2011 წელს მას შეერთებულ შტატებში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა. დღეს ის ნიუ-იორკში ცხოვრობს და "მილენიუმ კეპიტალ გრუპში" მუშაობს, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს.

ლაშა შანიძე: დღეს ჯერ კიდევ ვერ ჩამომესვლება საქართველოში, რადგან პოლიტიკური ვითარება ჩემს მიმართ არ არის მოგვარებული, წინა ხელისუფლებიდან დარჩენილი. სამწუხაროდ აქტიურად ვერ ვახორციელებ იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც მინდა და შესაძლებლობა გვაქვს. დღეს, ჩემს მაგივრად ჩემს ამერიკელ წარმომადგენელს ვაგზავნი საქართველოში, რომ ჩემს მაგივრად აწარმოოს მოლაპარაკებები. 2011 წლის ბოლოს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მივიღე. საქართველოში დღემდე არ იქნა გადახედილი ჩემი საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიზეზი არსებობს საქმის გადახედვის, მაინც სამართლებრივი ბაზისი ვერ მოიძებნა იმის, რომ ლაშა შანიძე დაბრუნდეს საქართველოში.

XS
SM
MD
LG