ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა


ირაკლი ღარიბაშივილი
ირაკლი ღარიბაშივილი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თანამდებობა დატოვა. პირდაპირ ეთერში გადაცემულ ვიდეო მიმართვაში, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის, “თანამდებობა, იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა მინისტრობა თუ პრემიერ-მინისტრობა, ან ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა თვითმიზანი.” მან ასევე დასძინა, “ჩემთვის ეს არის საშუალება იმის, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი, ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო ჩვენმა გუნდმა. […] თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობდა, ახლა, როდესაც გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო მიმართულებები."

ღარიბაშვილმა ქართველ ერს და საკუთარ ოჯახს მადლობა გადაუხადა და დასძნა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ “ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ძლიერი და ამაყი ქართველი ერის მფარველი.”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ მინისტრის გადადგომის შემდეგ მას ქვეყნის სამსახურში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მუშაობას გააგრძელებენ.

საქართველოს კონსტიტუციის თანხმად, პრემიერ მინისტრის გადადგომის შემდგომ, მთავრობის უფლებამოსილება შეწყვეტილია.

“ქვეყანა იმართება, ქვეყანაში პროცესები წარიმართება სტაბილურად, შეუფარხებლად. ყველა მინისტრი, ყველა თანამდებობის პირი გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში,” განაცხადა უსუფაშვილმა საკონსტიტუციო პროცედურების განმარტების შემდეგ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ახალი მთავრობა უნდა წარუდგინოს და პარლამენტმა წარდგენილი კანდიდატები უნდა დაამტკიცოს შვიდი დღის განმავლობაში. გამომდინარე იქიდან, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას" პარლამენტში უმრავლესობა აქვს, ახალი პრემიერ მინისტის დამტკიცება, სავარაუდოდ, სწრაფად მოხდება.

XS
SM
MD
LG