ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა


Jaroslaw Kaczynski, the twin brother of the Polish pres

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია

უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დონეცკში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მასში 45 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 5 დაიღუპა.

მაშველთა განცხადებით, რამდენიმე ადამიანმა სხეულის სერიოზული დაზიანებები მიიღო, როდესაც საბჭოთა წარმოების თვითმფრინავი AN-24 ასაფრენი ზოლიდან გადავიდა. მგზავრების უმეტესობა ოდესიდან დონეცკში ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დასასწრებად მიემგზავრებოდა, რომელიც უკრაინის შახტიორს და ბორუსიის დორტმუნდს შორის იმართებოდა. ფეხბურთელებმა მატჩი დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ერთწუთიანი საპატიო დუმილის შემდეგ დაიწყო.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერეჯრობით დაუდგენელია.
XS
SM
MD
LG