ქურთების მუშათა პარტიის მებრძოლებმა პასუხისმგებლობა აიღეს ოთხშაბათს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით პოლიციის შენობასთან მომხდარ აფეთქებაზე, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ მიდიატში მომხდარი აფეთქებისას სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა.
პოლიციის შენობასთან თვითმკვლელის აფეთქებაზე განცხადება პარტიამ დღეს გაავრცელა, რომელშიც თურქეთის პოლიციის დანაყოფებს ფაშისტური სახელმწიფოს წარმომადგენლებს უწოდებს.
ქურთების მუშათა პარტია თითქმის წელიწადია თურქეთის პოლიციას და სამხედროებს ებრძვის, შეიარაღებული ძალები ქურთი მებრძოლების სამიზნეში შარშან ზაფხულში ცეცხლის-შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის მას შემდეგ აღმოჩნდნენ.