ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ახალი მილიონერი თინეიჯერი


აპლიკაცია სამლი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ახალი ამბები პატარა ეკრანზე წაიკითხოს

ბრიტანელი თინეიჯერი, რომელმაც მობილური ტელეფონის აპლიკაციის შექმნა და ინტერნეტ პორტალ Yahoo-ს მიყიდა - მილიონერი გახდა.

ჩვიდმეტი წლის ნიკ დ'ალოიზიო აპლიკაციის შექმნაზე 12 წლის ასაკიდან მუშაობდა. აპლიკაცია Summly საშუალებას აძლევს მობილური ტელეფონის მფლობელს, ახალი ამბები პატარა ეკრანზე წაიკითხოს. თინეიჯერმა აპლიკაცია Yahoo-ს 30 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

დ'ალოიზიოს სკოლის დამთავრებამდე წლიწადნახევარი დარჩა. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში Yahoo-ს ლონდონის ოფისში დაიწყებს მუშაობას.
XS
SM
MD
LG