ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვულკანის გამო ფილიპინებში 50 ათასი ადამიანია ევაკუირებული


ფილიპინების ყველაზე აქტიური ვულკანის ზონიდან 50 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

ფილიპინების ვულკანოლოგიის ინტიტუტი აცხადებს, რომ მაიონის მთებში 600 მეტრის სიმაღლის ვულკანმა ამოხეთქა. ინსტიტუტის შეფასებით, ვულკანი ხუთშკალიან სისტემაზე ოთხი ქულით შეფასდა. რისკის ზონა რვა კილომეტრზეა გავრცელებული.

მაიონის მთა ქალაქ მანილადან 300 კილომეტრითაა დაშორებული და ფილიპინების 22 ვულკანური ზონიდან ერთ-ერთია. მაიონის მთაში ვულკანმა წარსულში, სულ მცირე, 50-ჯერ ამოხეთქა. მათგან ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა 1814 წელს მოხდა. მაშინ, დაახლოებით, ათასი ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG