ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფაიზერი" სამხრეთ აფრიკული ვარიანტისგან 91%-ით იცავს


ცნობილი მუსიკოსი იო-იო მა, ბერკშირის საჯარო კოლეჯში "ფაიზერის" ვაქცინით აცრის შემდეგ, იქ მისულებისთვის უკრავს. ქ. პიტსფილდი, აშშ.

ამერიკული კომპანიის "ფაიზერი" და გერმანული "ბიონტექის" კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, სამხრეთ აფრიკულ ვარიაციისგან დაცვაში 91%-ით ეფექტური აღმოჩნდა. ექვსთვიან დაკვირვებაზე დაფუძნებული კვლევის განახლებული მონაცემების შესახებ განცხადება ხუთშაბათს გაკეთდა.

ამას გარდა, ორდოზიანი ვაქცინა თავად დაავადებისგან 100%-ით იცავს. კვლევაში მონაწილეთა სამხრეთ აფრიკული ჯგუფი, სადაც კორონავირუსის B1351 ვარიანტი დომინირებს, შედარებით მცირე იყო და 800 ადამიანისგან შედგებოდა.

თავდაპირველ, ვირუსის ორიგინალურ ვარიანტთან მიმართებაში, "ფაიზერის" ვაქცინა ოდნავ უფრო, 95%-ით ეფექტურია. თუმცა, პირვანდელი კვლევა, რომელშიც 44 000 ადამიანი მონაწილეობდა, პანდემიის შედარებით ადრეულ ეტაპზე ჩატარდა. მაშინ მთელ რიგ ქვეყნებში ახალი ვარიაციები ჯერ პრევალენტური არ იყო.

მოგვიანებით, ვაქცინის ეფექტურობაზე მიმდინარე პოსტმარკეტინგულ დაკვირვებაში, ჯამში 12 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. "ფაიზერის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალბერტ ბორლა ამბობს, რომ განახლებული მონაცემები დასადასტურებლად, შეერთებული შტატების ვაქცინების მარეგულირებელს გადაეცემა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG