ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აგენტი პიტერ სტრზოკი სამსახურიდან დაითხოვეს


გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ იტყობინება, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სამსახურიდან გაათავისუფლა აგენტი პიტერ სტრზოკი. ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მის მიერ პრეზიდენტის საწინააღმდეგო ტექსტური შეტყობინებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ცნობების თანახმად, სტრზოკის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიება უფრო მკაცრია, ვიდრე ამას ბიუროს შიდა დისციპლინარული განაწესი აყალიბებს.

სტრზოკი ბიუროს 2016 წლის გამოძიებას უძღვებოდა, რომელიც ჰილარი კლინტონის მიერ პირადი ელ-ფოსტის სერვერის გამოყენებას სამსახურებრივი მიზნებისთვის სწავლობდა.

ივლისში ბიუროს აგენტმა წარმომადგენელთა პალატას უთხრა, რომ მის მიერ ბიუროს ადვოკატთან გაგზავნილ შეტყობინებებში ის პირად აზრს გამოთქვამდა და ამ პოზიციას არასდროს მოუხდენია გავლენა მის სამსახურზე გამოძიების ფედერალურ ბიუროში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG