ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პერუს ყოფილ პირველ წყვილს პატიმრობა ელის


პერუს სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის ოლანტა ჰუმალას დაპატიმრების ბრძანება გასცა. 55 წლის ყოფილი პრეზიდენტს ბრალი ფულის გათეთრებასა და კონსპირაციებში ედება.

მოსამართლე რიჩარდ კონსეპსიონიმ პრეზიდენტთან ერთად მისი მეუღლის ნადინ ჰერედიას დაკავების ბრძანებაც გასცა.

პრეზიდენტის დაკავების ბრძანებას წინ უსწრებდა სასამართლოში ბრაზილიური სამშენებლო კომპანიის „ოდერბეხტის“ ყოფილი მეთაურის ჩვენება, რომლის თქმითაც ის იძულებული გახდა 2011 წელს, ჰუმალას საპრეზიდენტო კამპანიისთვის სამი მილიონი ამერიკული დოლარი შეწირა.

პრეზიდენტს და მის ცოლს ბრალი ასევე ედებათ ვენესუელის ყოფილი ლიდერის უგო ჩავესისგან არალეგალურად თანხების მიღებაში.

პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG