ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიმონ პერესი პალესტინელებთან მშვიდობაზე საუბრობს


პალესტინელებსა და ისრაელს შორის განსხვავებების გადალახვა და მშვიდობის დამყარება შესაძლებელია, ხოლო მშვიდობის მიღწევას კი დიდი დრო არ დასჭირდება.

ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი აცხადებს, რომ პალესტინელებსა და ისრაელს შორის განსხვავებების გადალახვა და მშვიდობის დამყარება შესაძლებელია.

ეს განცხადება მან იორდანიაში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. პერესის თქმით, შერიგების შესაძლებლობის ხელიდან გაშვება მომავალში ორივე მხარეს იმედგაცრუებას მოუტანს. პერესს მიაჩნია, რომ მშვიდობის მიღწევას დიდი დრო არ დასჭირდება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ პალესტინელებსა და ისრაელს შორის მშვიდობის დასამყარებლად მხარეებმა რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და დათმობებზე წავიდნენ. ჯონ კერი დღეს იორდანიაშია და მსოფლიო ეკონომიკურ სამიტს ესწრება.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ოთხი წლის წინ ჩაიშალა და მას შემდეგ არ განახლებულა.
XS
SM
MD
LG