ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ ჯარისკაც ქალებს ტანკების ტარება შეეძლებათ


უახლოეს მომავალში ამერიკელ ჯარისკაც ქალებს ტანკების და სხვა საბრძოლო ტექნიკის მართვა შეეძლებათ. მომავალი წლიდან პენტაგონი მათ მოწინავე საბრძოლო პოზიციებზე მიმართვის უფლებას აძლევს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის განცხადებით, 21-ე საუკუნეში ამერიკას საკუთარი მოსახლეობის ნახევრის იგნორირების უფლება აღარ აქვს. “გამონაკლისის დაშვება არ მოხდება. ეს ნიშნავს, რომ თუ მათ შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ და მოცემულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ, ქალებს ჩვენს მისიაში წვლილის შეტანის საშუალება იმ გზებითაც მიეცემათ, რაც ადრე მათთვის შეუძლებელი იყო” - განაცხადა ეშტონ კარტერმა.

XS
SM
MD
LG