ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის შეიარაღების პოტენციურ მიყიდვაზე თანხმობა განაცხადა


ორშაბათს პენტაგონმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა ტაივანისთვის იარაღის პოტენციური მიყიდვა, რომელიც მოიცავს “ბოინგის” მიერ წარმოებულ სანაპირო დაცვის სისტემა “ჰარპუნ”-ის 100 ერთეულს და გარიგების პოტენციური ღირებულება 2.37 მილიარდ დოლარამდე იქნება.

ეს ნაბიჯი, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტაივანისთვის შეიარაღების კიდევ სამი სხვა სისტემის პოტენციური მიყიდვის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში გადაიდგა, რომელშიც 1.8 მილიარდი დოლარის ღირებულების სენსორები, რაკეტები და არტილერია შედიოდა და ჩინეთის მხრიდან სანქციების მუქარა გამოიწვია.

პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ჟურნალისტს უთხრა, რომ ჩინეთი სანქციებს დაუწესებს “ლოკიდ მარტინს”, “ბოინგ დიფენსს”, “რეითეონს” და სხვა ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ვაშინგტონის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვაში მონაწილეობენ.

შეერთებული შტატების ეს ქმედება ხდება იმ დროს, როდესაც 3 ნოემბრის არჩევნების წინ, ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთზე წნეხს აძლიერებს და ტაივანის მიმართ ჩინეთის ზრახვების შესახებ შეშფოთება იზრდება. პეკინი ტაივანს თავის მეამბოხე პროვინციად მიიჩნევს და პირობა აქვს დადებული, რომ მას ჩინეთს მიუერთებს და საჭიროების შემთხვევაში ძალას გამოიყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG