ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის განცხადება


საუდის არაბეთს ამერიკა 6 მილიარდ შვიდასი ათასი დილარის ოდენობის სამხედრო ტექნიკას მიჰყიდის

პენტგონმა საუდის არაბეთისთვის, 6 მილიარდ შვიდასი ათასი დოლარის ოდენობის სამხედრო ტექნიკის მიყიდვის გეგმის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. აღჭურვილობაში შედის 20 C-130 ტიპის ავიამზიდი და საწვავის შემავსებელი 5 თვითმფრინავი, რომელიც საუდის არაბეთმა მოითხოვა. სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, სავაჭრო შეთანხმება აშშ-ის მეგობარულად განწყობილი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს, რაც თავად ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებაზე აისახება.

როგორც პენტაგონი აცხადებს, საუდის არაბეთის ფლოტი მოძველებულია და გადახალისებას საჭიროებს. ზემოხსენებული გეგმა კი ჯერ კიდევ კონგრესის მიერაა დასამტკიცებელი.

XS
SM
MD
LG