ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პენსი სამხრეთ კორეაში ოლიმპიადის გახსნას დაესწრო


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სამხრეთ კორეაში იმყოფება. ის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრო. სამხრეთ კორეაში ჩასვლის შემდეგ პენსმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ფხიზლად“ და „მტკიცედ“ იმოქმედებს ჩრდილოეთ კორეისგან მომავალი ბირთვული საფრთხის პირობებში.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს მშვიდობა, ვაშინგტონში „ყველა ვარიანტს განიხილავს“ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში.

ვიცე-პრეზიდენტი პენსი სამხრეთ კორეაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებსაც შეხვდა, სადაც იმაზე ისაუბრეს, თუ რა შესაძლებლობები შეიძლება გამოიყენოს ამერიკის ჯარმა იმ შემთხვევაში, თუ „დიპლომატია უშედეგოდ დამთავრდა“.

„ჩვენ ვართ ქვეყანაში, რომლის თავზეც ბირთვულმა რაკეტამ ერთი თვის მანძილზე ორჯერ გადაიფრინა. რამდენიმე ბირთვული რაკეტა მათ ეკონომიკურ ზონაში დაეშვა“, განაცხადა პენსმა.

„ამერიკის შეიარაღებული ძალები და იაპონიის თვითდაცვის ძალები მზად არიან მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის“, აღნიშნა პენსმა. „ჩვენ გავაგრძელებთ ვაჩვენოთ ყველა მხარეს, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები რეგიონში მზად არიან, ნებისმიერ წუთში, დაიცვან ჩვენი ხალხი და ჩვენი ცხოვრების წესი“.

ვიცე-პრეზიდენტმა ჩრდილოთ კორეას ბირთვული ამბიციების უარყოფისკენ მოუწოდა. ვაშინგტონს ჯერ არ გამოურიცხავს ვიცე-პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შესაძლებლობა. თუმცა, ამერიკულ მხარეს შეხვედრის მოთხოვნით ფხენიანისთვის არ მიუმართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG