ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიაკატასტროფა თურქეთში - დაშავებულია 157 ადამიანი, მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც


სტამბოლში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს არავინ დაღუპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციალური თურქეთი ავრცელებს. ცოტა ხნის წინ, სტამბოლის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ "გოგჩენის" აეროპორტში მომხდარი შემთხვევის დროს 157 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ერთ-ერთი დაშავებული კი გარდაიცვალა.

"პეგასუსის" კუთვნილმა თვითმფრინავმა ავარიული დაშვების დროს განიცადა ვარდნა, რა დროსაც თვითმფრინავის კორპუსი მთლიანად დაზიანდა. ოფიციალური თურქეთი ამბობს, რომ თვითმფრინავი 30 მეტრის სიმაღლიდან დაეცა მიწას.

"გოგჩენის" აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მათ ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გამოიყვანეს თვითმფრინავიდან. ბორტზე სულ 177 ადამიანი იმყოფებოდა.

დაშავებულები სტამბოლის სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, საუბარია 20-მდე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაზე.

დაშავებულთა შორის საართველოს მოაქალაქეები არა რიან. "პეგასუსის" კუთვნილი თვითმფრინავი იზმირი-სტამბულის რეისს ასრულებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG